Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა II ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა 2023 წლის 22-23 დეკემბერს აწყობს სტუდენტთა II ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას, სადაც მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

მოხსენება უნდა ეხებოდეს მსოფლიოს და/ან საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხებს.

კონფერენციის მსვლელობისას შერჩეული მოხსენებები ელექტრონული სახით გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ სრული მოხსენებები (სტატიები) და მეცნიერ-ხელმძღვანელების დასკვნა-რეკომენდაცია ელექტრონულ ფოსტაზე worldhistory@tsu.ge

კონფერენციაზე მოხსენებები შეირჩევა ფარული რეცენზირებით.

სტატიების გაფორმების წესი:

1. სტატიის სათაური ქართულად;
2. ავტორის სახელი და გვარი ქართულად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად;
5. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად;
6. სტატიის ძირითადი ტექსტი ახალი გვერდიდან ქართულად (MS Word-ის ფორმატით, შრიფტი – Sylfaen ან Calibri);
7. გამოყენებული ლიტერატურის სია.

სტატიებს ცალკე დოკუმენტად თან უნდა ახლდეს მეცნიერ-ხელმძღვანელის დასკვნა. მეცნიერ-ხელმძღვანელი შეიძლება იყოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალი, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი და დოქტორანტი.

 

საორგანიზაციო კომიტეტი:

პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი
ასოცირებული პროფესორი ია ხუბაშვილი
ასოცირებული პროფესორი ფატი შეყლაშვილი
ასისტენტ-პროფესორი ზაალ გოგენია
ისტორიის დოქტორი მიხეილ ქართველიშვილი
ისტორიის დოქტორი კახაბერ ყალიჩავა
დოქტორანტი ირაკლი ალიმბარაშვილი
დოქტორანტი პავლიკა ჯაგუნავა
დოქტორანტი გიორგი არქანია
დოქტორანტი ლევან ჯანჯღავა
დოქტორანტი თამთა ჭუმბაძე
დოქტორანტი ალექსანდრე უბირია